пятница, 5 июля 2013 г.

Jugend von heute

1.proeqtis  saxelwodeba:HHJugend von heute
2.პროექტის  მთავარი  თემა:ახლანდელი  ახალგაზრდობის დადებითი  და  უარყოფითი  მხარეები.
3.პროექტის  აქტუალობა:მოსწავლეები ემზადებიან პროექტის ელექტრონული პრეზენტაციისთვის,ატარებენ  გამოკითხვას მეგობრებსა და უფროს თაობას  შორის.პრეზენტაციას აკეტებენ გერმანულ ენაზე,გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
4.პროექტის მიზნები:პროექტის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ პროექტების უცხო ენაზე განხორციელება,პლაკატების შექმნა.ისინი ყურადღებას გაამახვილებენ დღევანდელი ახალგაზრდობის დადებით და უარყოფით მხარეებზე.გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
5.მოსწავლეტა ასაკი:16 წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა:3 დღე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას.მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ადგენენ გეგმას,შესრულების ვადებს,ინაწილებენ ფუნქციებს,შეაქვთ ინფორმაცია კომპიუტერში და ამზადებენ ელექტრონულ პრეზენტაციას.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი,თაბახის ფურცელი,ფანქარი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
აქტივობა  I –კლასს ვყოფ ორ ჯგუფად.პირველი ჯგუფი ამახვილებს ყურადღებას დადებით მხარეებზე და ამზადებს შესაბამის პლაკატს(DIE VORTEILE).მეორე ჯგუფი მსჯელობს ახალგაზრდობის უარყოფით მხარეებზე და ამზადებს პლაკატს (DIE NACHTEILE).
აქტივობა II-მოსწავლეები ადარებენ კვლევის შედეგებს,მართავენ დისკუსიას.
აქტივობა III-ორივე ჯგუფი ერთად ამზადებს ელექტრონულ პრეზენტაციას პრეზენტაციას.
10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
გერმანული-ისტ.
მოსწავლეს შეუძლია წერისას შექმნას ტექსტის სტრუქტურა,ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
მიზნიდან გამომდინარე ,შეარჩევს ტექსტისსათანადო სტრუქტურას,სწორად იყენებს აბზაცსა და სხვა სტრუქტურულ მაორგანიზებლებს(სათაურს,ქვესათაურს,რუბრიკას და სხვა)
თავისუფლად იყენებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებს ლოგიკური კავშირების(მიზეზის,შედეგის ,მიზნის )გამოსახატად:
11.პროექტის ხელმძღვანელი :თამარ როყვა
12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა       tamarrojva@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი

Комментариев нет:

Отправить комментарий